- თებერვალი 25, 2022
გურიაში სახელმწიფო რწმუნებული სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსს შეხვდა
- დეკემბერი 02, 2023
- , სამართალი
გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, პირველ მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსს იოანე მენაბდეს შეხვდა. შეხვედრაზე ურეკი-შეკვეთილის განაშენიანების გეგმის შემუშავების კუთხით ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოები განიხილეს, რომელზეც სააგენტოს დაკვეთით არქიტექტურული კომპანია ,,ნიუ სითი დეველოპმენტი” და უცხოელი ექსპერტები მუშაობენ.