შაბათი, ივლისი 18, 2026

გურიაში ასტრაზენეკას ვაქცინა 140-მა ადამიანმა გაიკეთა


გურიაში ასტრაზენეკას ვაქცინა 140-მა ადამიანმა გაიკეთა

დღეის მდგომარეობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრით გურიაში 140 ადამიანი აიცრა. ქალაქ ოზურგეთში მდებარე კლინიკა “მედალფას“ დირექტორი დათო მდინარაძე „გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს სამედიცინო მუშაკების და 65 წელს ზევით ასაკის ადამიანების ვაქცინაცია. “ყველაფერი გართულებების გარეშე მიმდინარეობს. კლინიკა მზად არის, რომ აცრები დადგენილი პროტოკოლით გააკეთოს“, _ გვითხრა დათო მდინარაძემ. “გურია ნიუსი“ 1-ელ აპრილს წერდა, რომ ასტრაზენეკათი ოზურგეთში 51 ადამიანი აიცრა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია