- თებერვალი 25, 2022
გურიაში 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს
- აპრილი 09, 2022
- , სამართალი
სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ოზურგეთელი ნინო თოიძისა და ჩოხატაურელი ნატო გიორგაძის საფლავები გვირგვინებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას. ,,1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიგული დღეა! 21 გმირი საბჭოთა რეჟიმის დაუნდობელ და სასტიკ დარბევას შეეწირა; ეს ადამიანები თავისუფლებისა და სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ; მათ შორის იყვნენ ჩოხატაურელი ნატო გიორგაძე და ოზურგეთელი ნინო თოიძე, რომელთა ხსოვნასაც დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ. ფასდაუდებელია მათი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე! მადლობა თავისუფლებისთვის!“, - განაცხადა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ.