- თებერვალი 25, 2022
ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა
- მარტი 01, 2022
- , სამართალი
ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას 676 წევრიდან 637-მა მხარი დაუჭირა, 13 წინააღმდეგ გამოვიდა, ხოლო 26-მა თავი შეიკავა. ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის ბლოკში გაწევრიანებისთვის კანდიდატი ქვეყნის მინიჭებას. რეზოლუცია ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, იმუშაონ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. რეზოლუციით დაგმობილია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაც.