შაბათი, ივლისი 18, 2026

ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ექვსთვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა


ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ექვსთვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ქართველი მძიმეწონოსანი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალში ტედი რინერთან შეხვედრისას მომხდარი ინციდენტის გამო ექვსთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ინფორმაციისთვის, ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ ფრანგმა გამარჯვება დამცინავად გამოხატა, რინერის პროვოკაციული ქმედება თუშიშვილმა შეურაცხყოფად მიიღო და ძიუდოისტებს შორის მცირე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, თუშიშვილი საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას 2025 წლის 25 თებერვლამდე ვერ მიიღებს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია