შაბათი, ივლისი 18, 2026

დღევანდელი ე.წ. ფიცის დადება დემოკრატიის შეურაცხყოფაა _ევროპარლამენტარი კოლსი


დღევანდელი ე.წ. ფიცის დადება დემოკრატიის შეურაცხყოფაა _ევროპარლამენტარი კოლსი

"ოცნების" მარიონეტული რეჟიმის დღევანდელი ე.წ. ფიცის დადება დემოკრატიის შეურაცხყოფაა. ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება სალომე ზურაბიშვილი", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი წერს. "მასობრივი საპროტესტო აქციის 32-ე დღე საქართველოში. ძალადობრივი დარბევის მიუხედავად აქციები გრძელდება. "ქართული ოცნების" მარიონეტული რეჟიმის დღევანდელი ეგრეთ წოდებული ფიცის დადება დემოკრატიის შეურაცხყოფაა. საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება სალომე ზურაბიშვილი - ლიდერი, რომელიც დგას თავის ხალხთან და არა მათ წინააღმდეგ. რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა: ამ არალეგიტიმური რეჟიმის არაღიარება; არავითარი ხელის ჩამორთმევა და ლეგიტიმაცია; ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარება; სანქციები ივანიშვილსა და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს. 32 დღეა ქართველები სიმამაცეს და გამძლეობას იჩენენ. ევროპა მათ გვერდით უნდა დადგეს," - წერს კოლსი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია