- თებერვალი 25, 2022
ჩოხატაურში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს
- მაისი 26, 2023
- , სამართალი
დღეს, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, როგორც სხვა ქალაქებსა და რეგიონებში ეს დღე ჩოხატაურშიც აღინიშნება. ღონისძიებაზე მოწვეულები არიან ანიმატორები, მიმდინარეობს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ასფალტზე ხატვა, ასევე დაიწყება სახის მოხატვა და სხვადასხვა მსგავსი სახის აქტივობა. უამინდობის მიუხედავად ჩოხატაურში მოქალაქეები მაინც ესწრებიან ღონისძიებას. ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის მერი მივლინებაში ყოფნის გამო არ იმყოფება. ღონისძიებას ესწრება ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა. მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. "დამოუკიდებლობის დღე- ეს არის მთავარი დღესასწაული ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა ერისთვის. მიხარია, რომ 105 წლის წინ მიღებული დამოუკიდებლობა კვლავ აღდგა რამდენიმე წელია და ამას ზეიმობს დღეს ყველა ქალაქი, ყველა სოფელი და ყველა ქართველი",_ განაცხადა კუჭავამ. [simple-author-box]