შაბათი, ივლისი 18, 2026

ჩინეთი ანადგურებს მეჩეთებს – HRW


ჩინეთი ანადგურებს მეჩეთებს – HRW

ჩინეთი ანადგურებს მეჩეთებს,_ ამის შესახებ BBC-ის ინფორმაციით, ნათქვამია Human Right Watch-ის ანგარიშში. დარბევა არის „სისტემური ძალისხმევის“ ნაწილი ჩინეთში ისლამის შესაჩერებლად, _ ამბობს HRW. დაახლოებით 20 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს ჩინეთში, რომელიც ოფიციალურად ათეისტია, მაგრამ აცხადებს, რომ რელიგიურ თავისუფლებას არ ეწინააღმდეგება. თუმცა, დამკვირვებლები ამბობენ, რომ ბოლო წლებში გახშირდა ორგანიზებული რელიგიის დარბევა. ანგარიშის გამოქვეყნებამდე კომენტარისთვის BBC დაუკავშირდა HRW-ს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ეთნიკური საქმეთა კომისიას. „ჩინეთის მთავრობის მიერ მეჩეთების დახურვა, განადგურება და გადაკეთება არის სისტემური ძალისხმევის ნაწილი ჩინეთში ისლამის პრაქტიკის შესაჩერებლად“, - თქვა მაია ვანგმა, Human Rights Watch-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჩინეთში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია