პოლიტიკა
მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანის თეატრს აქვს დიდი ისტორია ჩვენს ქვეყანაში, პირველი თეატრი დაფუძნდა 1872 წელს და დღეს ჩვენ ყველას გვიხარია, რომ თეატრის ახალ, თანამედროვე მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი და ძალიან მალე ჩვენს დედაქალაქს შეემატება კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან ერთად იმყოფებოდა