ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ვინ შეცვლის თეა წულუკიანს კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე


ვინ შეცვლის თეა წულუკიანს კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე

კულტურისა და სპორტის მინისტრად მუსიკოსი, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი, თინათინ რუხაძე დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ამ პოსტზე რუხაძე თეა წულუკიანს შეცვლის. „მინდა წარმოგიდგინოთ კულტურისა და სპორტის მინისტრი, თინათინ რუხაძე. 1989 წლიდან ის არის საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანების დირექტორის მოადგილე, კამერული ორკესტრის „თბილისის კონცერტინოს“ დირექტორი. ასევე ის იყო ტელეფესტივალ „მანას“ აღმასრულებელი დირექტორი; იყო ტვ „ტიბისი TV-ის“ გენერალური პროდიუსერი; ასევე, საქტელერადიო მაუწყებლობის პროდიუსერთა საბჭოს აპარატის უფროსი და პროდიუსერი; შპს „მელოდია არტის“ დირექტორის მოადგილე, გენერალური პროდიოუსერი; ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის გენერალური დირექტორი; იყო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მრჩეველი განათლებისა და კულტურის საკითხებში და 2016 წლიდან დღემდე, ის იყო მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი. მინდა მას წარმატებები ვუსურვო კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე და მოგვიანებით კულტურის მინისტრის თანამდებობაზე“, - განაცხადა კობახიძემ. პრემიერმა, ასევე, წარადგინა მინისტრის პირველი მოადგილე, შალვა გოგოლაძე, რომელიც სპორტის მიმართულებას უხელმძღვანელებს. შეგახსნებთ, რომ თეა წულუკიანი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაშია, რის გამოც მან 26 სექტემბეტს კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა. წულუკიანი ამ პოსტს 2021 წლის მარტიდან იკავებდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია