- თებერვალი 12, 2026
ვინ არ აღირსა გოეთეს ტელეფონი
- მაისი 12, 2024
- , ახალი ამბები
ნოდარ დუმბაძემ მდივანი გოგო დაიბარა კონსტანტინე გამსახურდიასთან გასაგზავნად, რომელიც იგავ-არაკებს აქვეყნებდა ჟურნალში. მდივანმა სასტიკი უარი უთხრა - მეარშიყება ეგ ბერიკაციო. რა მოხდა, მერეო - ნოდარმა, გოეთე 80 წლის იყო და 18 წლის შეყვარებული ჰყავდაო. მდივანი სულ მთლად აღშფოთდა და კაბინეტიდან გასვლისას - გავიგებ მაგ გოეთეს ტელეფონს, დავურეკავ და მაგრად გამოვლანძღავ, გოგონებს ტვინს რომ ურევსო. ნოდარმა მიაძახა - ნახე მანდ, ტელეფონების წიგნში იქნება სადმეო. დიდი ხნის ძებნის შემდეგ შეწუხებულმა გოგომ: - ბატონო, აქ მხოლოდ გოთუები არიან და გოეთეებს ვერსად მივაგენიო. ჩაბჟირებულმა ნოდარ დუმბაძემ: - ჩვენი კავშირგაბმულობის ამბავი რომ ვიცი, არ აღირსეს ტელეფონი მაგ გაფუჭებულებმაო.