ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოვლინდა


უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს. გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე მოქალაქეები რეზინის გასაბერი ნავებიდან ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით ახდენენ უკანონო თევზჭერას და 15 კგ. სხვადასხვა სახეობის თევზი ჰქონდათ მოპოვებული. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, ნავები და უკანონოდ მოპოვებული თევზი დაილუქა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია