- თებერვალი 12, 2026
ტრამპი: “მე ეს არ მომწონს _ ისინი გიჟებივით ბომბავენ”
- აპრილი 08, 2025
- , ახალი ამბები
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ მოწონს სიტუაცია უკრაინაში და უკმაყოფილოა რუსეთის მიერ უკრაინის განუწყვეტელი დაბომბვებით, _ იუწყება meduza.io. "მე არ მომწონს, რაც ხდება დაბომბვებთან დააკავშირებით, რადგან რუსები ახლაც კი გიჟებივით ბომბავენ უკრაინის ტერიტორიას. არ ვიცი, რა ხდება _ ეს კარგი სიტუაცია არ არის", _ განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, აშშ ხვდება რუსეთსაც და უკრაინასაც და "თითქოს ვუახლოვდებით მოლაპარაკებას", მაგრამ მას არ მოწონს "ეს დაბობვები, რომელიც ბოლო კვირეებში ხდება".