- თებერვალი 12, 2026
სპეცრეჟიმი რიკოთზე – როგორ დადის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი
- აპრილი 25, 2023
- , ახალი ამბები
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ისევ სპეცრეჟიმით ხდება. რაც ითვალისწინებს, რომ მსუბუქი ავტოტრანსპორტის და ავტობუსების (მათ შორის 30 ადგილზე მეტი ტევადობის) მოძრაობა დასაშვებია 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და სატვირითო ავტომობილების (3500კგ>) მოძრაობა დასაშვებია 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, რევერსულად. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. "გურია ნიუსმა" სცადა გაერკვია, თუ როგორ იმოქმედა დაწესებულმა შეზღუდვებმა საქალაქთაშორისო ტრანპოსრტის მოძრაობაზე. როგორც ავტოსადგურ "დედაქალაქში" გვითხრეს, 6 საათის შემდეგ წამსვლელი ტრანსპორტი შემოვლითი გზით მიდის, ხოლო დღის დანარჩენ საათებში რიკოთის უღელტეხილით მიდიან. "5 საათზე გამსვლელი ტრანსპორტი კიდევ ასწრებს რიკოთის გავლას, მაგრამ 6 საათის შემდეგ რაც მიდის ან მოდის, შემოვლითი გზით დადის. ასევე ღამის ტრანსპორტიც, რომლებიც 11 და 12 საათზე გადიან",_ გვითხრეს ავტოსადგურში. შეგახსენებთ, რომ სპეციალური რეჟიმის დაწესება თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კილომეტრთან (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე) განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა გამოიწვია.