ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

რა ღონისძიებებია დაგეგმილი დღეს გურიაში


რა ღონისძიებებია დაგეგმილი დღეს გურიაში

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. აღნიშულ თარიღთან დაკავშირებით გურიაში სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებები ტარდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით და ოზურგეთის მერიის ჩართულობით ცენტრალურ მოედანზე საზეიმო ღონისძიებები გაიმართება: • 14:00 საათი - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო აქტივობები, პოპკორნისა და ბამბის ნაყინის კუთხე, ბატუტი, გიფერის კუთხე, ტერიტორიაზე იმოძრავებენ კოსტიუმირებული ოჩო ფეხები, გიგანტური საპნის ბუშტების შოუ და გინესის რეკორდსმენი თავით ბურთის კენწვლაში - გოდერძი მახარაძე ახალი რეკორდის დამყარებით; • 14:00-17:00 საათი - ადგილობრივი შემსრულებლების საკონცერტო პროგრამა; • 17:05-17:10 საათი - ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას! ანსამბლი "რეხეული" და "შემოქმედი" ჰიმნის შესრულებით; • 17:10-17:20 საათი - ჰიმნის შესრულებისას ფერადი ფოიერვერკის ფონზე, ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეების ჩართულობით სცენის წინ გაიშლება 10 მეტრიანი საქართველოს დროშა; • 17:20-19:30 საათი - თეატრალურის კვარტეტი, მასტერი, ღამის შოუს ბენდი და DJ NAQEBI; • 20:30 საათი - საზეიმო ფოიერვერკი. ლანჩხუთის მერიის ორგანიზებით დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდება: • 12:00 სთ - დამოუკიდებელი საქართველოს მეთაურის ნოე ჟორდანიას ბიუსტის ყვავილებით შემკობა; • 15:00 სთ- ადმინისტრაციული შენობის წინ ადგილობრივი შემსრულებლებისა და ბესიკ ნემსაძის კონცერტი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩოხატაურში მერიის ორგანიზებით გაიმართება: • 12:50 სთ - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, ბიუსტის ყვავილებით შემკობა; • 13:00 სთ - ცენტრალური სტადიონი: დროშის აღმართვა; დოღი, მკლავჭიდი, ბაგირის გადაძალვა; • 15:00 სთ - ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორია: ეროვნული ისტორიის ამსახველი ფოტოებისა და დოკუმენტების გამოფენა, ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები; • 15:30 სთ - ხელოვნების სასახლეში ჩატარდება ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი, საპატიო ჩოხატაურელის გამოვლენა, მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების დაჯილდოება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია