- თებერვალი 12, 2026
ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მოზარდი თბილისში გადაიყვანეს
- მაისი 15, 2025
- , ახალი ამბები
დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლიხაურში, ნიაბაურის უბანში მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთ-ერთი დაშავებული 15 წლის მოზარდია, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს. „მედალფაში“ „გურია ნიუსს“ უთხრეს, რომ მოზარდი შემოყვანისთანავე მალე გადაიყვანეს თბილისში. როგორც კლინიკაში გვითხრეს, მოზარდს ადგილზე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება. მას ამ ეტაპზე ჭირდება ნეიროქირურგიული ჩარევა.