- თებერვალი 12, 2026
მარნეულში დაიხურა 69-ე საარჩევნო უბანი, სადაც გავრცელებული ინფორმაციით ბიულეტენების ჩაყრა დაფიქსირდა
- ოქტომბერი 26, 2024
- , ახალი ამბები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მარნეულში 69-ე უბანზე კენჭისყრის პროცესი დროებით შეჩერებულია. როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, როგორ გაგრძელდება მარნეულში მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის პროცედურა, საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტს. „საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე დროებით შეჩერებულია პროცესი“,- აცხადებენ ცესკო-ში. ცოტა ხნის წინ აღნიშნულ საკითხს ბრიფინგზე გამოეხმაურა ცესკოს თავმჯდომარე. გიორგი კალანდარიშვილმა მარნეულის საოლქო კომისიას საკითხში სასწრაფო გარკვევა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მოსთხოვა.