- თებერვალი 12, 2026
ლეგენდარული ჩემპიონი 80 წლის გახდა
- მაისი 03, 2021
- , ახალი ამბები
ლეგენდარული ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი 80 წლის გახდა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაცის ინფორმაციით, ქალბატონი ნონა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია - 1962; 1965; 1969; 1972; 1975 წლებში.მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებულია 1963; 1966; 1969; 1972; 1974; 1978; 1980; 1982; 1984; 1986; 1992 წლებში. პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი - 1983 წელს გახდა. არის ევროპის საჭადრაკო კავშირის უმაღლესი საჭადრაკო ჯილდოს 'ოქროს პაიკი' მფლობელი. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე იყო 1989 -1996 წლებში. საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალია.