- თებერვალი 12, 2026
დაიღუპა ბიჭი, რომელსაც ოჯახის ინფორმაციით, ნასვამი პოლიციელი დაეჯახა
- მარტი 28, 2025
- , ახალი ამბები
დარჩელში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა, მურმან კალანდია დღეს დილით გარდაიცვალა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა. ცნობისთვის, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმე იყო და და დღეს, ერთ-ერთ კლინიკაში დაიღუპა. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარჩელში, 11 მარტს მოხდა. ოჯახის ინფორმაციით, მურმან კალანდიას ნასვამი პოლიციელი დაეჯახა. ბრალდებული მეორე დღესვე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილითაა დაწყებული.