- თებერვალი 12, 2026
“ლუკოილის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გარდაცვლილი იპოვეს
- სექტემბერი 01, 2022
- , ახალი ამბები
რუსული ენერგეტიკული კომპანიის Lukoil-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, 67 წლის რავილ მაგანოვი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის სავარაუდოდ მოსკოვის საავადმყოფოს მე-6 სართულზე მდებარე განყოფილების ფანჯრიდან გადმოვარდა. რამ გამოიწვია ბიზნესმენის დაცემა ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ და გამოძიება დაწყებულია.