სექსი ქართულად 

სექსი ქართულად
2012-11-30
ავტორი: ნათია როსტიაშვილი

რახანია, უარი ვთქვით საბჭოთა კავშირზე და ფრაზაზე: У нас в Советском Союзе секса нет! მივიღეთ ევროპა და ევროპიდან - განათლება. იმასაც მივხვდით: თურმე სექსი გვაქვს; რომ გვაქვს - კარგია, მაგრამ "ცოტაა."

ჰოდა, გავამრავალფეროვნეთ - "სექსი ტელეფონით"; "სექს-შოპიც" კი გავხსენით. თან, ამის გამო ცოდვის შეგრძნებით, ფარული სიხარულით, ინტერესითა და სირცხვილით ერთნაირად ვიწვოდით... აი, ძმაო, ბიზნესი!

სექსის თემა ვერა და ვერ მოიყირჭა მსოფლიომ, მარადიულია, მოდიდან არ გადადის. თუ "ნიუ-იორკ თაიმსს" ვენდობით (ან კი რატომ არ უნდა ვენდოთ?), "დღესდღეობით, პორნოგრაფია (სატელიტური და საკაბელო არხებით გაშვებული ფილმები, ინტერნეტის ვებ-საიტები, სექსი ტელეფონით, "სექს-სათამაშოები" და თემატური ლიტერატურა) უფრო შემოსავლიანია, ვიდრე პროფესიონალური ფეხბურთი, კალათბურთი და ბეისბოლი ერთად აღებული.

მასში ამერიკელები ყოველწლიურად უფრო მეტ ფულს იხდიან, ვიდრე კინოს ბილეთებში, ყველა წარმოდგენასა და შოუში ერთად აღებული. პორნოგრაფია 10 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ხოლო ბროდვეიზე განლაგებული თეატრების შემოსავალი 600 მილიონს აღწევს."

აქვე ერთი საინტერესო ფრაზა: "დღეს პორნობიზნესისნაირი ბიზნესი არ არსებობს, ამას არავინ უყურებს, მაგრამ მისი ჩვენება არასდროს წყდება".

ოჰ, ეს "გარყვნილი" ამერიკელები... ღმერთმა დაგვიფაროს... ჩვენთან პორნოგრაფიად "სიყვარული ვენახში" ითვლება... )))))

რისი "შოპიო"?!

მართალია, "სავეცკი საიუზი" გვეგოიმება და საერთოდ, რაღა დროს ეგეთებია... მაგრამ ის განა ნაკლები სიგოიმეა, რაც შენი არაა, ძალით რომ იწებებ?

გახსოვთ? წლების წინ სენსაციური ახალი ამბავი მოვისმინეთ საინფორმაციო გამოშვებაში - თბილისში სექს-მაღაზია გაიხსნაო. უცებ კარგად ვერც გავიაზრეთ, რა შეიძლება იქ გაყიდულიყო. "მაღაზიაში შესვლის ფასი ერთი ლარია." - ამ ფრაზამაც არანაკლები გაოცება გამოიწვია.

მერე, როგორც მოსალოდნელი იყო, ატყდა ერთი ამბავი, რომ ასეთი გარყვნილების დაანონსებას ვერ დავუშვებდით, რომ ეს... რომ ის... სანამ სხვები დავობდნენ, ვიღაცამ პრობლემა მარტივად გადაჭრა:

დაავლო ხელი საღებავის ქილას, მივიდა ღამით "სექს-შოპთან" და ეს საღებავი ვიტრინას შეასხა. ამან ახალი ვნებათაღელვა გამოიწვია. გაზეთები აჭრელდა ტექსტებით:

"უცნობმა ხულიგანმა თეთრი საღებავი შეასხა თბილისში პირველ სექს-შოპ "აფროდიტეს" ვიტრინას. დილით სამსახურში მისულმა მაღაზიის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ უცნობმა საღებავი განსაკუთრებული მონდომებით ვიტრინის იმ ნაწილს შეასხა, სადაც იდგა პანო, შიშველი ქალის ტორსით. ცნობილი არ არის, თუ რომელ მოძრაობას ან პარტიას ეკუთვნის ზნეობისათვის მებრძოლი ეს პირი."

სხვადასხვა ინცინდენტისთვის პოლიტიკური სარჩულის გამოკერება ჩვენთან ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ამ კონკრეტულმა ამბავმა ხალხი გაახალისა. კიდევ ბევრი სახალისო ითქვა და დაიწერა.

არა, რაა, არ ვართ ჩვენ "სექს-შოპის" გამგები და მიმღები ხალხი. რატომ ვცდილობთ ჩვენთვის მიუღებელი რაღაცების მიწებებას, ვითომ უფრო ევროპელები გვინდა გამოვჩნდეთ? გვინდა კი?

ალო, სექს-შოპია?

,,სექსი ტელეფონით" - არსებობს ასეთი გართობა. გართობაა თუ ტელეფონდამოკიდებულება? საერთოდ, რა ტიპის ხალხი მიმართავს ამ მომსახურებას?

1. ადამიანები, ვისაც რეალური სექსის შანსი (სხვადასხვა მიზეზის გამო) არა აქვთ;

2.
მორცხვები, ვინც რეალურად ადამიანებთან მსგავს დიალოგს, უბრალოდ, ვერ გაბედავენ;

3.
ადამიანები, რომელთა ფანტაზია, შესაძლოა, შორს მიდის, მაგრამ ჯიბე ბევრს ვერ გასწვდება.

"სექსი ტელეფონით", ძირითადად, მაინც მარტოხელების ან კომპლექსიანების (ან ორივე ერთად) თავშესაფრად მოიაზრება, მაგრამ როგორც ჩანს, არც მთლად ასეა საქმე.

უცხოურმა პრესამ დაბეჭდა სტატია, სადაც მოთხრობილია, რომ მშვენიერი და მდიდარი ბრიტნი სპირსი, არც მეტი, არც ნაკლები, სატელეფონო სექსითაა გატაცებული. ოღონდ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბრიტნი მხოლოდ ყოფილ ქმართან ატარებს ღამეებს სექს-საუბრებში.

სპირსის ერთ-ერთ მეგობარს მოუყოლია: "როცა ბრიტნის უძილობა სჭირდა, გადაწყვიტა კევინთან დარეკვა. იყო ღამის ორი საათი. მათ ცოტა ისაუბრეს შვილებზე, დანარჩენი დრო კი ეხებოდა სექსს და სხვა დანარჩენს, რაც წელს ქვემოთ მდებარეობს. მათი "სექსი ტელეფონით" ხდება მხოლოდ კვირაში ერთხელ.

რაც მათ დღემდე აკავშირებთ - ეს საუბრებია სექსსა და მისი აუცილებლობის შესახებ. მას შემდეგ, რაც ისინი იკმაყოფილებენ თავიანთ მოთხოვნილებებს, მათ აღარაფერი აკავშირებთ, არანაირი ურთიერთობა".

ქალებს რას გაუგებ...

ბრიტნის შემთხვევა სხვაა. საერთოდ, ცნობილი ფაქტია, "სექსი ტელეფონით" სერვისში შეუხედავი ქალები მუშაობენ. იქ მუშაობისთვის ხომ არც გარეგნობას აქვს მნიშვნელობა, არც ასაკს. მთავარია, ხმა გქონდეს ისეთი, "ქე რომ იმაშობა" და კონტაქტური იყო. მაღლები, გამხდრები და ნორჩები რატომ დაიწყებენ მუშაობას ამ დაწესებულებაში?

მამაკაცებმა, რომლებიც "სექსი ტელეფონით" სარგებლობენ, წუთით რომ შეავლონ თვალი ყურმილს იქით, ქსოვაში გართულ მსუქან, დანაოჭებულ ქალბატონებს, საეჭვოა, ამ ბიზნესის მესვეურთ ბანკის ანგარიშების გახსნა მოეხერხებინათ. ყურმილს იქით მყოფი ქალებისთვის ეს ჩვეულებრივი სამსახურია - ერთფეროვანი და დამღლელი. ყურმილს აქეთ მყოფთათვის რაცაა, ისედაც იცით...


ჟურნალი "ბომონდი"
(გამოდის თვის დასაწყისში)

წყარო:

  • ბაჩო ახალაია -
  • პროკურატურამ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა
  • მიხეილ სააკაშვილი - მივმართავ პრემიერ-მინისტრს, ნუ გეშლებათ
  • "ნაციონალური მოძრაობის" აქციას მოსკოვიდან ჩამოსული აქტივისტები შეუერთდნენ
  • "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე მიხეილ სააკაშვილი მივიდა
  • სად იკრიბებიან საიდუმლოდ მერაბიშვილი და უგულავა
  • გიგი კალანდაძემ ირაკლი ალასანიას ვალების გადახდა სთხოვა?!
  • ვანო მერაბიშვილი დღეიდან, სავარუდოდ, წინასაარჩვენო კამპანიას დაიწყებს
  • თეა წულუკიანიმა აშშ-ში რამდენიმე შეხვედრა გამართა
  • გელა მამალაძე აგვისტოს ომის შესახებ სკანდალურ ინფორმაციას
  • რატომ დაუპირისპირდა სამი ქართველი პროფესორი კახი კალაძის
  • "ახლა ქვეყანას სჭირდება იმ წუმპედან ამოყვანა, რომელშიც
  • "ზარალჰესი" - "შავი ფულის" სამრეცხაო?
  • კახი კალაძე: "მომავალი კვირიდან შესაბამის ორგანოებთან დაიწყება
  • დასუფთავების ტარიფი განახევრდა
  • არსოშვილის გათავისუფლების საკითხი ლამის კრემლში შეათანხმონ
  • "გალფმა" რეგულარი და დიზელი გააიაფა
  • მსოფლიოში ნავთობის ფასები სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა
  • აშშ-ის სტანდარტების ინსტიტუტი ორ ქართულ ლაბორატორიას საერთაშორისო
  • ნოდარ ხადური - ფინანსთა სამინისტროს ტოპმენეჯმენტში სერიოზული
  • მხატვარმა შვედეთის მეფე შეარცხვინა
  • "ვარდენის ევოლუცია" - იუმორით გაჯერებული მწარე რეალობა
  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იხსნება
  • საქართველოს რაგბის ნაკრების წევრი რატი ურუშაძე ღირსების
  • ნინო ქადაგიძე: "ზურაბ ჟვანიას სიკვდილი ახალაიას, ალანიასა
  • აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს
  • Beverage Brands-ის წარმატებული პროდუქტი WKD -
  • "კარფური" - ყოველთვის დაბალი ფასები
  • დიდ დიღომში მთელი საქართველოს მონასტრების შემკვრელი ეკლესია
  • მაია ასათიანი ეთერში დიდი ხმაურით ბრუნდება
  • ვლადიმერ პუტინი თურქეთს ემუქრება
  • სამხედრო ქალი მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში
  • ცნობილი დიზაინერების სათამაშო დათვები
  • რუსეთში იატაკქვეშა საბავშვო პორნო-სტუდია აღმოაჩინეს
  • ვლადიმერ პუტინი დღეს ლეონიდ თიბილოვს შეხვდება
  • Femen-ის შიშველი აქცია ლუვრში
  • ნიგერიაში 26 სტუდენტი დახვრიტეს
  • კალიფორნიაში ფილმ "ისლამის უცოდველობის" პროდიუსერი დააკავეს
  • ტუნისში აშშ-ის საელჩოსთან შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა
  • მედიაში აშშ-ის მომაკვდავი ელჩის ფოტოები გავრცელდა
  • პუგაჩოვამ და გალკინმა სუროგატ დედას 100 000
  • შორენა ბეგაშვილის ფეხმძიმობამ მეგობრები შოკში ჩააგდო
  • როგორ ხდება ევროვიზიაზე ხმების გაყიდვა? (ჟურნალისტური გამოძიება)
  • ვინ არის გიორგი ქისტაური?
  • ნაომი კემპბელისა და ლედი გაგას პირადი თანაშემწეები
  • "რატომ არის რიანა – ახალი დიანა"?
  • გვანცა ბაგრატიონის ეროტიკული კლიპი და სიმღერა, რომელიც
  • პრეზიდენტმა სოფო ნიჟარაძეს დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო
  • ნინა წკრიალაშვილი ქმარს გაშორდა
  • შარლიზ ტერონმა დედა გაათხოვა